Digest Logo

„მშობ­ლე­ბი და­ღუ­პუ­ლი ჰყავთ, ბე­ბია და ბა­ბუა ზრდიდ­ნენ... საშინე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში“ - ავარიაში დაღუპულების ვინაობა ცნობილია

1778765101
გარდაბანში დაღუპულები

გარდაბანში მომხდარი ავარიის შესახებ, რომელსაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც „ამბებთან“ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. მათ შორის არიან ძმები, რომლებსაც მშობლები დაღუპული ჰყავდა და მათ ბებია-ბაბუა ზრდიდა:

„ჩვე­ნი სოფ­ლის, ბირ­ლიკ­ში მცხოვ­რე­ბი ოთხი ახალ­გაზ­რდაა გარ­დაც­ვლი­ლი. ორი ძმა და კი­დეც ორი ძმა, ეს ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. სა­უ­ბე­დუ­როდ ორი ოჯა­ხი­დან ოთხი ახალ­გაზ­რდაა და­ღუ­პუ­ლი. მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ და ნა­თე­სა­ვე­ბიც არი­ან. რო­გორც ვიცი, კი­დევ სამი ახალ­გაზ­რდა იყო სა­გა­რე­ჯო­ე­ლი მან­ქა­ნა­ში. სა­გა­რე­ჯო­ე­ლე­ბიც და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან. დი­ლით ასე თქვეს, რომ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ გად­მო­ვარ­და მან­ქა­ნი­დან. ორი ჩარ­ჩე­ნი­ლი იყო მან­ქა­ნა­ში. ორი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, ახლა თქვენ­გან გა­ვი­გე, რომ გა­ი­ზარ­და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი.

რო­გორც ჩანს, ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი. ვი­ცო­დი რომ შვიდ­ნი იყ­ვნენ. ახლა თქვენ­გან გა­ვი­გე მერ­ვეც რომ ყო­ფი­ლა. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში. იმ ად­გი­ლას ვინც იყო, ყვე­ლა შოკ­შია, მი­მო­ფან­ტუ­ლია ირ­გვლივ მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი. რო­გორც ვიცი, მან­ქა­ნის ნა­წილს გა­უჩ­ნდა ცე­ცხლი.

დაშ­ლი­ლია მთლი­ა­ნად მან­ქა­ნა, იქ გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ იყო. არ ვიცი, რა სიჩ­ქა­რით მი­დი­ოდ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან ერთს ვიც­ნობ­დი ახ­ლოს, რეს­ტო­რან­ში ოფი­ცი­ან­ტად მუ­შა­ობ­და, ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო. მისი ძმაც გარ­დაც­ვლი­ლია.

თა­ნა­ვუგ­რძნობ ყვე­ლას. დიდი ტრა­გე­დი­აა, ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბაა“, - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.ცნო­ბი­ლი ხდე­ბა სო­ფელ ბირ­ლიკ­ში მცხოვ­რე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბის ვი­ნა­ო­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან შა­მილ და ქა­მილ ალი­ე­ვე­ბი, ასე­ვე კი­დევ ორი ძმა არის და­ღუ­პუ­ლი - ალილ და სა­ჰირ ჯა­ლი­ლო­ვე­ბი.

„ქა­მი­ლი 19 წლის იყო, შა­მი­ლი 17 - ის. ბი­ჭებს მშობ­ლე­ბი და­ღუ­პუ­ლი ჰყავთ. ბე­ბია და ბა­ბუა ზრდიდ­ნენ. მშობ­ლე­ბი ადრე და­ე­ღუ­პათ, ჯერ მამა, შემ­დეგ დედა. ორი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ ზრდი­ლო­ბით, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბით, კულ­ტუ­რით და არას­დროს არა­ვის აწუ­ხებ­დნენ. ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ძმე­ბი. ძა­ლი­ან კე­თი­ლი იყო შა­მი­ლი. ყვე­ლას გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. გული მტკი­ვა ძა­ლი­ან. შა­მი­ლი მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და, შრო­მობ­და, ქა­მი­ლი სპორ­ტს მის­დევ­და, კრი­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, რო­გო­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი ძმე­ბი იყ­ვნენ, გული მტკი­ვა ძა­ლი­ან და ვუ­სამ­ძიმ­რებ ყვე­ლას", - ამ­ბობს „ამბებთან“ ბი­ჭე­ბის სკო­ლის პე­და­გო­გი.

ავარია დღეს, 14 მაისს, დილით მოხდა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ არის დაშავებული. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მოემზადეთ, შემდეგი 7 წელი თქვენს გონებას სრულიად ახალ სიხშირეზე გადაიყვანს...“ - ეზოტერიკოსი ვერძის ნიშნით დაბადებულებს მიმართავს

ასპინძა-ახალციხის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურში, თხრილში ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა

წყარო: www.ambebi.ge