Digest Logo

„მშობლებია ჯერ გამოსაკვლევი, სად იზრდება ეს ეშმაკის ნაშიერი“ - ნინი შერმადინი მოსწავლის დაბულინგების ფაქტს ეხმაურება

1696143513
ნინი შერმადინი

ბულინგის შემთხვევა არასრულწლოვნებს შორის - იმერეთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლს, თვითდაზიანებისკენ უბიძგეს. არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ მეცხრეკლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა, ბოლო შემთხვევის დროს კი, მას ბასრი საგნით ხელის დასერვა და მათი მოთხოვნების შესრულება დაავალეს.  

არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულ ფაქტს მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„ეს ნორმალურია ახლა???????? სკოლა დუმსო! ვინ გაზარდა ეს ავადმყოფი!

მშობლებია ჯერ გამოსაკვლევი სად იზრდება ეს ეშმაკის ნაშიერი!!!!

ძალიან მარტივია, მოიწვიონ ექსპერტი და ნახოთ ვისი ხელწერაა კალიგრაფიის მიხედვით. ეს რა ჯანდაბაა!“,- წერს მომღერალი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „მოთქვამენ - სად დაიკარგა დისციპლინა?! რომელ დისციპლინას დაეძებთ ძალიან ძვირფასებო? ყურის აგლეჯას, თმების დაწიწკვნას, დანარჩენი ბავშვების წინ შერცხვენას, კუთხეში დაყენებას?“ - გიორგი კეკელიძე

🎥 ნუცა ბუზალაძე დედასთან ერთად ამღერდა

🎥 ნანუკა ჟორჟოლიანი საოცარ ფორმაშია - ტელეწამყვანი შავ კომბინეზონში პოზირებს