ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეული გუნდური ასპარეზობის მერვედფინალში, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა - საქართველოს ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა.
ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა, გიორგი ლოლაძემ და ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს.
მეოთხედფინალში საქართველოს მეტოქე უზბეკეთისა და გერმანიას შორის გამარჯვებული გუნდი იქნება.