დღეს, 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:49 საათზე, სასწორის ახალმთვარეობაა.
♎ სასწორი ჰარმონიისა და პარტნიორობის ნიშანია, აქედან გამომდინარე, ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში ურთიერთობების თემას ააქტიურებს და წინა პლანზე წამოსწევს. გარდა ამისა, ეს იქნება შინაგანი ბალანსის დაცვის სურვილიც, რომელიც უახლოეს ერთთვიან პერიოდში ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური კარგად ყოფნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხი იქნება.
✨ 🌌 რას უნდა ველოდოთ კოსმოსური ამინდისგან?
ასტროლოგიაში მთვარე ჩვენს ქვეცნობიერზე აგებს პასუხს, მისი სასწორში ყოფნა თითოეულ ჩვენგანში ბალანსის, სილამაზის, ესთეტიკისა და პარტნიორობის მძაფრ მოთხოვნილებას გააძლიერებს. თუმცა, როდესაც სიმშვიდე და წონასწორობა ჩვენთვის ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება, ქვეცნობიერად იღვიძებს ამ ჰარმონიის დარღვევის შიშიც. სწორედ ამიტომ, ამ დღეებში განსაკუთრებით მოიმატებს კონფლიქტურობაც. დიდია ალბათობა, რომ ბევრმა ადამიანმა ნეგატიური ემოცია (წყენა, ბრაზი) დიპლომატიისა და „თავაზიანობის ნიღბის“ ქვეშ დამალოს. გაგვიჩნდება ტენდენცია, ზედმეტად მოვერგოთ სხვებს, ოღონდაც ჩვენი ილუზიური ჰარმონია არ დავარღვიოთ.
🪐 სწორედ აქ შემოდის ამ ახალმთვარეობის მთავარი გამოწვევა - მზისა და მთვარის სატურნთან დაპირისპირება. ასტროლოგიაში სატურნი მკაცრი მასწავლებელია, რომელიც ყალბ თავაზიანობას არ ცნობს. ის რეალურ წესრიგსა და პასუხისმგებლობას „ითხოვს“.
⏳ ამიტომ, შესაძლოა ზუსტად იმ რეალობისთვის მოგვიწიოს თვალის გასწორება, რომელსაც აქამდე უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრის ან კონფლიქტში შესვლის შიშის გამო ვმალავდით.
🌟 თუმცა, მზესთან და მთვარესთან იუპიტერის ჰარმონიული ასპექტიც გვაქვს. ეს მიანიშნებს, რომ მიუხედავად სიტუაციის მოულოდნელად აყირავების შიშისა, გამოსავალი აუცილებლად იქნება. ამისთვის კი საჭიროა ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ და პერსპექტივები დავინახოთ.
🔭 ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციიდან, მისი საფუძვლიანი ანალიზის და განსხვავებული პრიზმიდან დანახვის შემდეგ, შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს და არსებული პრობლემა სასიკეთო პერსპექტივად იქცეს.
🧭 როგორ ვმართოთ ეს ენერგია?
🎭 მოიხსენით „თავაზიანობის ნიღაბი“: ნუ დათრგუნავთ საკუთარ ემოციებს, რათა სხვებს ასიამოვნოთ (როგორც ამას სასწორის მთვარე გკარნახობთ). ისწავლეთ თქვენი პოზიციის და თუ საჭიროა, უკმაყოფილების ტაქტიანად, მაგრამ მტკიცედ გამოხატვა.
⚖️ დაიცავით ბალანსი: ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, მაგრამ ნურც იმ ვალდებულებებს გაექცევით, რომლებიც თქვენი შესასრულებელია.
🤝 გაუფრთხილდით ურთიერთობებს: შეეცადეთ, პრობლემები ზედმეტი ემოციების გარეშე, კონსტრუქციულად მოაგვაროთ. ამ პერიოდში კომპრომისზე წასვლა მნიშვნელოვანი იქნება (ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას და ოჯახურ ურთიერთობებს ეხება).
🛑 მოერიდეთ პროვოკაციებს: აგრესიული ფონის გამო, ნუ აჰყვებით კონფლიქტებს, განსაკუთრებით მანქანის მართვისას და ასევე უცნობ ადამიანებთან.
📝 დაგეგმეთ გონივრულად: მოერიდეთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს. გაწერეთ გეგმები და მათ ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად მიჰყევით.
🌱 ახალმთვარეობა - ახალი ერთთვიანი ციკლის დასაწყისია. გამოიყენეთ ეს ენერგია იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში მეტი სიმშვიდე და გაცნობიერებულობა შეიტანოთ! ეს დაგეხმარებათ, დაიცვათ ბალანსი და განვითარების ახალ საფეხურზე ახვიდეთ!
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ავარია ქუთაისში - დაიღუპა ქვეითი: „ნერვიულობისგან გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლიც“
⭕„დიდებული წყვილი, გილოცავთ!“ - ახალი ფოტოები ლიანა ჯოჯუას ქორწილიდან