Digest Logo

🎥 „მთელი ბაზარი მომდევს, ზურა კი ძალიან ბრაზობს...“ - რატომ უყვარს ხათუნა ჟორდანიას ბაზარში სიარული?

1786699236
ხათუნა ჟორდანია

„გიორგი გაბუნიას შოუს“ სტუმრებმა, ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ, ოჯახურ პოპულარობაზე იუმორით ისაუბრეს.

კითხვაზე, თუ როგორია პოპულარულ ქმართან და შვილთან ერთად ცხოვრება, ხათუნა ჟორდანიამ ხუმრობით აღნიშნა, რომ ოჯახის წევრები მასზე პოპულარულები ნამდვილად არ არიან:

„ვერ გეტყვი, ჩემზე პოპულარულები არიან. ამიტომ, ამათ ჰკითხე, როგორია ჩემთან ერთად სიარული.“

ხათუნამ გაიხსენა, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები, როდესაც ის მეუღლესთან ერთად საყიდლებზე მიდის:

ხათუნა ჟორდანია: „ძალიან მიყვარს ბაზარში სიარული. თუ წამომყვა ზურაც, მომდევს მთელი ბაზარი, რაღაცებს მჩუქნიან. ეს [ზურა] ძალიან ბრაზობს: „ახლა ვხვდები, რატომ გიყვარს ბაზარში სიარულიო“. დადებით ემოციას ვიღებ ბაზარში, მიყვარს ის ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ.“

ზურა ხაჩიძე: „ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად, როდესაც დავდივართ... ნაყინებს გვჩუქნიან.“ {იცინის}.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: