Digest Logo

მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა

1785947184
შუქი თელასი

საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგია გაითიშა.

შუქი ქვეყნის მასშტაბით 20:11 საათისთვის ჩაქრა.

ცნობისთვის, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად ორჯერ, 24 და 25 ივლისს შეწყდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია.

სემეკმა 24 ივლისის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.