Digest Logo

მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია - მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა

1784868559
შუქის შეეზღუდვა

მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.

„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აღნიშნავს იმასაც, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია.

შესაბამისად, მოუწოდებენ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ცნობების გავრცელებისგან.