„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი ტელეკომპანია „იმედზე“ იწყება.
ქართული ცეკვის ანსამბლების სოლისტების და სამეჯლისო მოცეკვავეების დაუვიწყარი სანახაობა 31 დეკემბერს, 21:00 საათზე ელოდებათ.
იქამდე კი ახალი სეზონის მონაწილეები, ერისიონის მოცეკვავე გვანცა ლობჟანიძე და რატი გაჩეჩილაძე სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდნენ, სადაც პროექტზე ისაუბრეს:
„როცა გავიგე, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კასტინგი იმართებოდა ძალიან გამიხარდა და იმედი მომეცა, რადგან შეიძლებოდა ბავშვობის დიდი ხნის ოცნება ამეხდინა. მომეცა საშუალება მოვხვედრილიყავი ამ კაშკაშა შოუში.
როცა გავიგე, რომ ამირჩიეს, ეს იყო ყველა ემოციის აფეთქება ჩემში. ეს არ იყო მხოლოდ სიხარული, იყო იმედი და მწუხარებაც. მთელმა პროექტმა ჩამირბინა თვალწინ“, - აღნიშნა გვანცა ლობჟანიძემ.
მეტს გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „2025 წელი იყო საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში“ - რა ვიდეოს აქვეყნებს სოსო ნებიერიძე
🎥 „გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ 2026 წელს“ - ლელა წურწუმიას ოჯახური კადრები
⭕დადეთ მარილი საწოლის ქვეშ 7 დღის განმავლობაში და გათავისუფლდით ნეგატივისგან