Digest Logo

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

1794660223
მტკვრის მარჯვენა სანაპირო

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სამუშაოების შესასრულებლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან „არაგვის“ მიმდებარედ, იუსტიციის სახლის მიმართულებით, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი: 👇

•​ გზის შეზღუდვა განხორციელდება ე.წ. ჩანჩქერთან (არმისული თამარ მეფის ხიდამდე)

•​ საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ალტერნატიული მარშრუტით - თამარ მეფის პანდუსის გავლით

სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.

თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ტრადიციული შაბათი დღე“ - რუსკა ქარქაშაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕ქარი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

⭕„შესაძლოა, დღევანდელი სიზმარი წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს“ - თაკო მელიქიშვილი 14 ნოემბრის ენერგიებზე

✕