14 ნოემბერი დღე, როცა სიზმრები პასუხს მოგცემენ
ჩემო საყვარელო ადამიანებო, დღე წარმატების მშვენიერი დღეა! დღის ენერგიებია — 5 • 8 • 4, ხოლო ახალმთვარეობა კვლავ გვეხმარება სურვილების ასრულებაში.
აუცილებლად გაიხსენეთ, რა დაგესიზმრათ 13-დან 14 ნოემბრის ღამეს. შესაძლოა, დღევანდელი სიზმარი წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს და იმ საკითხზე მიგანიშნოთ, რომელიც დიდი ხანია გაღელვებთ.
როცა 5 • 8 • 4-ის ენერგიები 14 რიცხვის გავლენით ერთიანდება, შეიძლება იგრძნოთ, თითქოს უმაღლესი ძალები გიძღვებიან და ინტუიციის საშუალებით სწორ გზას გაჩვენებენ.
დღეს გარშემო ბევრი ადამიანი იქნება. ყველას მოუნდება საუბარი, საკუთარი განცდების გაზიარება და არცთუ სასიამოვნო ამბების მოყოლა.
გირჩევთ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვის პრობლემებს და არც თავად გაუზიაროთ ყველას თქვენი გეგმები, განცდები თუ პირადი ცხოვრების დეტალები.
ეს ის შაბათია, როცა განტვირთვა, ძალების აღდგენა და საკუთარ თავში დადებითი ენერგიის შევსებაა საჭირო.
დაკავდით შემოქმედებითობით ისეთი საქმით, რომელიც თვალებს აგიბრწყინებთ და სულს გაგიხალისებთ. იმღერეთ საყვარელი სიმღერები, მოუსმინეთ მუსიკას, დახატეთ, დაესწარით მასტერკლასს ან მოიწყვეთ ლამაზი ფოტოსესია.
ოთხიანის ენერგიის რეალიზებისთვის მარტივი წესი მოქმედებს: რაც მეტია შემოქმედება და ცხოვრებისგან მიღებული სიამოვნება, მით უფრო ძლიერია თქვენი რეალიზებაც. დღეს კრეატიულობით შეიძლება მოულოდნელად გამოგივიდეთ ის, რასაც საერთოდ არ ელოდით.
რვიანის მისიის გავლენით, შეიძლება მოგინდეთ, ყველაფერი თავად გადაწყვიტოთ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ და ისე იმოქმედოთ, როგორც თქვენთვისაა ხელსაყრელი. ეს სრულიად ბუნებრივია!
თუმცა, ნუ დაივიწყებთ საქმეების გადანაწილებას. დღეს შეგიძლიათ სხვებს დახმარება სთხოვოთ და ყველაფრის მარტო მოგვარება არ სცადოთ.
და ყველაზე სასიამოვნო ჩვენი რეტროგრადული გაუგებრობები დასრულდა! ამიტომ ამოისუნთქეთ, განიტვირთეთ და ახალი ძალებით გაემართეთ წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისკენ.
იყავით ყველაზე ბედნიერები, ჯანმრთელები და რეალიზებულები!
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით