კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა 28 იანვრის ღამით შეუძლოდ გახდა. იგი, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ცნობით, იგი კლუბური ნარკოტიკის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
აღნიშნულ შემთხვევას, და ზოგადად ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებებით დაზარალებული ახალგაზრდების რიცხვის მატებას, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„რამდენიმე პოსტი შემხვდა რომ ამ შაბათ - კვირასაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე ადამიანი რეანიმაციაშია.
რატომ გახდა ფრაზა „გავერთოთ“ ასოცირებული აუცილებლად რაღაცა ნარკოტიკის მიღებასთან?
რა იცით, რომ „დარქ-ნეტში“ ნაყიდი ნივთიერება არის უსაფრთხო?
რატომ გაქვთ იმის იმედი რომ თქვენ გადარჩებით?
მიზეზი ბევრია, არ ვართ ჩვენ გამონაკლისი და „მთელ მსოფლიოში ასე ხდება” - არ არის პასუხი და არც გამართლება!
„სხვა გასართობი არ არის და აბა რა ვქნათ?!” არც ეს არის სწორი პასუხი!
„ეს ნარკოტიკები უსაფრთხოა და არაფერი არავის მოუვა, ჩვენ ვიცით და დაგვანებეთ თავი”არც ეს არის სწორი პასუხი!
„კლუბები დავხუროთ და ამით პრობლემა მოგვარდება არც ეს არის სწორი! ამით პრობლემა არ მოგვარდება!
რამდენიმე სწორი პასუხი შემიძლია გაგცეთ:
1. იცოდეთ, რომ ნარკოტიკი, რომელიც ახლა შემოდის არის, დაბინძურებული ფენტალინით, არ არის უსაფრთხო და ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს სიკვდილით!
არის სხვა ნარკოტიკები, როგორიც არის მეფედრონი, GGb და მარილები, რომელთა მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს ზედოზირებით და სიკვდილით!
2. ცოდნა, რომელიც თქვენ გაქვთ, არ არის საკმარისი. რაც იცით, ერთმანეთისგან იცით და ხშირად ეს ინფორმაცია არის დამახინჯებული, ვინაიდან დარქ-ნეტში ნაყიდი ნარკოტიკის, არც დოზა იცით, არც ის ნამდვილად იმას ყიდულობთ, რაც გინდათ და არც ეფექტი იცით, რა მოჰყვება ამას.
3. „ფხიზლად არ შემიძლია ყოფნა” ეს არის ფრაზა რომელიც ყველაზე ხშირად მესმის, ამის მიზეზი ბევრია და იმისთვის არის მეგობარი , მშობელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი - მათ შეგიძლია ამაზე ესაუბრო და გაერკვიო საკუთარ თავში, რა არის ამის მიზეზი!
4. კლუბებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი გარემო ნამდვილად იყოს უსაფრთხო და ამის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს. თუ აქაური ცოდნა არ აკმაყოფილებთ გაიზიარონ ევროპის კლუბების გამოცდილება!
5. ნარატივი, რომ ნარკოტიკის გარეშე გართობა შეუძლებელია, არის არასწორი და თქვენვე უნდა ეცადოთ, რომ ეს ნარატივი შეცვალოთ.
„მე მაგას ვერ ვიზამ” - თქვენ ბაბლში უნდა ქნათ, მუსიკის მოსმენა, ცეკვა გართობა და სექსი ისედაც შეიძლება ფხიზელზე და არანაკლები სიამოვნება მოაქვს, თუ რეალურად მოგწონს ეს ყველაფერი.
6. ნუ გეშინიათ ამ 112-ში დარეკვა, ამით გადაარჩენთ თქვენი მეგობრის სიცოცხლეს, არ არის აუცილებელი თქვათ, რომ ნარკოტიკი მიიღო, უთხარით, რომ უგონოდ არის და შველა სჭირდება!
დამატებით, თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ, მომწერეთ და არ მეზარება ყველას გიპასუხებთ შევხვდეთ ვილაპარაკოთ.
არ ვიცი სხვა რა გითხრათ.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ნუ გაცვლით ერთ გართობას სიცოცხლეში!“,- წერს ზურა სიხარულიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 ტოჩინოშინმა სპორტული კარიერა დაასრულა - ემოციური კადრები თმის მოჭრის ცერემონიალიდან
⭕„უმრავლესობას მაინც მე ვგონივარ“ - ნანიკო ხაზარაძე დედის ფოტოს აქვეყნებს
⭕„ასე გამოიყურება ჩემი კანი უმაკიაჟოდ...“- რა ფოტოს აქვეყნებს მარიტა მელიქიშვილი
⭕🎥 „ლამაზო, გიხდება ეგ ვარცხნილობა“- ბაბი კირკიტაძის ახალმა იმიჯმა საზოგადოება აღაფრთოვანა