Digest Logo

მუსიკოსი კოსტა სანიკიძე დაჭრეს - მეგობრების ინფორმაციით მდგომარეობა მძიმეა

1700385133
კოსტა სანიკიძე

მუსიკოსი კოსტა სანიკიძე დაჭრეს. კლინიკაში მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

როგორც მისი მეგობარი სალომე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სანიკიძის მდგომარეობა მძიმეა.

„ოპერაცია ახლა დასრულდა, მდგომარეობა მძიმეა.. არ ვიცი სხვას ვერაფერს გეტყვით“,- წერს სალომე ბარათაშვილი ფეისბუკზე.

არსებული ცნობით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

კოსტა მუცლის არეშია დაჭრილი - მას თავს საკუთარ სახლში დაესხნენ.

2 ნოემბერს თავად კოსტა სანიკიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასზე თავდასხმა სცადეს, თუმცა მისი სახლი აერიათ. ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიებაც. 

„როგორც მეზობლებმა მითხრეს, კოსტა სანიკიძეს ეძებდნენ მოსაკლავად. დილის 6 საათზე, შედის ვიღაც გვერდით ეზოში, ანუ ბინა ეშლება, კითხულობს, სად არის კოსტა სანიკიძე, უნდა „დავბრიდოო“, თავს ესხმის მეზობელს, მაგრამ მეზობელი ართმევს დანას და ის ადამიანი გარბის.

გამოძიება დაწყებულია. აქ კამერებიც არაა, რადგან გარეუბანში ვცხოვრობ. ეჭვიც არავისზე მაქვს. ამ ქალაქში, სიყვარულის გარდა, არაფერი მიგრძნია. გაოგნებული ვარ, ამ ყველაფრის გამო“,- ამბობდა კოსტა სანიკიძე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 საბა ლობჟანიძის საცოლე რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს სტადიონიდან - „სუპერ წყვილი“

🔵 როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 როგორია ნოემბრის ფინანსური პროგნოზი - ასტროლოგის რეკომენდაცია და რჩევები ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს