Digest Logo

მზად ხართ საქართველოს საგულშემატკივროდ? - საქართველო-სომხეთის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

1740551809
საქართველოს ნაკრები

უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორ მატჩიან დაპირისპირებაზე ბილეთების გაყიდვა იწყება.

23 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება TKT.GE-ზე.

„მზად ხართ საქართველოს საგულშემატკივროდ?

უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება. 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს.

დინამო არენაზე გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები.

ერევანში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ 20 მარტს გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ინსულინი მჭირდება დღეში 4-ჯერ...“ - როლანდ ოქროპირიძე ჯანმრთელობასა და განქორწინებაზე

„წლის ყველაზე სახიფათო თვე ნამდვილად არ იქნება „მშვიდობიანი“, საჭირო იქნება შინაგანი გამძლეობა“ - მარტის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან