
მსახიობი როლანდ ოქროპირიძე სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა.
მან წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას - პირველ მეუღლესთან განქორწინებას თქვენი ჯანმრთელობა შეეწირა? - ასე უპასუხა:
„არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ მე ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ეს ემოცია სოფოსთან ურთიერთობაში 5 წელი გამიგრძელდა და ეს ემოციის ზღვარი იყო ძალიან მაღლა. ორგანიზმმა დენზე შეერთებულმა იმუშავა. ეს ურთიერთობა დასასრულისკენ წავიყვანე, რადგან ფიზიკურად აღარ შემეძლო. ხომ არის მომენტი, რომ აი უნდა მოკვდე და გავთიშე და შემდეგ უცებ გაირკვა, რომ მაქვს პირველი ხარისხის დიაბეტი.
ანუ ინსულინი მჭირდება დღეში 4-ჯერ.
როდესაც ვიკითხე რის გამო დამემართა, ამიხსნეს მიზეზები. თუმცა მარტო ამ ემოციებსაც ვერ დავაბრალებ. ჩემი ცხოვრების წესიც არ იყო ისეთი, რომ საღამოს 6 საათზე სახლში ვიყავი და გაზეთს ვკითხულობდი.
ამაში არავის არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ასე მოხდა. მე ეს ამბავი ახლა სხვას რომ დავაბრალო, დიაბეტი ხომ მაქვს და მერე კიბო დამემართება“, – ამბობს როლანდ ოქროპირიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„რა გოგო ხარ, საოცრება“ - გურამ ლომიძის რჩეული ახალ ფოტოებს გვიზიარებს