Digest Logo

მზექალა შანიძეს 100 წელი შეუსრულდა - უდიდესი ქართველი ენათმეცნიერი იუბილარია

1768542257
მზექალა შანიძე

16 იანვარი ფილოლოგის და პროფესორის, უდიდესი ქართველი ენათმეცნიერის მზექალა შანიძის დაბადების დღეა. დღეს მას 100 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს და აკადემიკოსს იუბილეს ულოცავს.

„დღეს ქართული მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების დღეა!

ვულოცავთ ქალბატონ მზექალას იუბილეს.

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას!

კიდევ დიდხანს ყოფილიყოს ქალბატონო მზექალა როგორც მეცნიერების, ასევე, ზოგადად საზოგადოების გზის გამკვალავი!“, - წერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისალოც წერილში.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

„ემოციურობა ხელს შეგიშლით გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში“ - 16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი