Digest Logo

🎥 „ნაძვის ხეზე მოთავსებულ ბამბას ცეცხლი წავუკიდე და ასეთი სილამაზე ჯერ არ მინახავს“ - როგორ აღნიშნავს გია ჯაჯანიძე ახალ წელს?

1734852365
გია ჯაჯანიძე

როგორ აღნიშნავს გია ჯაჯანიძე ახალ წელს - ამის შესახებ ტელეწამყვანი „დღის პოსტის“ ეთერში საუბრობს და მის საახალწლო რიტუალების შესახებ საუბრობს.

„ჩემი ერთ-ერთი ტრადიციაა, რომ 25 დეკემბრიდან - 31 დეკემბრამდე ყველა ჩემ მეგობარს ვყიდულობ საჩუქრებს, მაგალითად შარშან ერთ-ერთ ჩემ მეგობარს ცალი წინდა ვაჩუქე. 

ნაძვის ხის შიში არ მაქვს, მაგრამ მისი აწყობა და მერე დაშლა ჩემთვის არის ტრავმა, პატარა ერთი მტკაველი ნაძვის ხე მაქვს ბოთლზე ჩამოცმული და დევს მთელი წელი. პატარაობაში, ნაძვის ხეს რო ვაწყობდით ბამბებს ვუკეთებდით ტოტებზე, და გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა ასანთის ღერი დავაგდე ტოტზე და ასეთი სილამაზე ჯერ არ მინახავს“, - ამბობს გია ჯაჯანიძე. 

როგორც იგი საუბრობს წელს 21 ადამიანთან არის მეკვლედ მისასვლელი.

„როგორ მოვასწრებ არ ვიცი, 21 კაცი მყავს ჩაწერილი, აქედან 2 რესტორანში უნდა ვიმღერო. მთავარია შევიდე და ჩამოვჯდე, დაჯდომა აუცილებელია“, - ამბობს ტელეწამყვანი.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ზუსტად 12 საათზე თავზე ხელი გადაუსვით... ახალ წელს ნუ შეხვდებით მხოლოდ ქალების გარემოცვაში...“ - რჩევები ეზოთერიკოსგან, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა შეასრულოთ

⭕ფერები, რომლებიც არ უნდა ჩაიცვათ 2025 წლის ღამეს - რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის