29 წლის ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი, ქართველ მეტოქესთან დამარცხებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
„მეტი დაპირება, ნაკლები შესრულება. ბოდიში. მიყვარხართ", - წერს მებრძოლი.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე - შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, საქართველოს, ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს.