„აი, ან ძალიან უვიცი „პატრიოტი" უნდა იყო, ან მავნებელი ნაცი, რომ რუსეთის ინტერესი ( !!! ) შეასრულო და შენს ქვეყანაზე გამავალი საერთაშორისო კომუნიკაციები საფრთხის ქვეშ დააყენო, თორემ გავეშებულ რუსის სამხედრო მანქანას ყოველთვის დარჩება საჩვენო „ჟანგიანი" ორიოდე რაკეტა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ ჩემია წერს.
„ილარიონოვმა - ოცნების ხელში საქართველო საომრად მზად არ არისო. მიშა იზამდაო ...
- პიანტკოვსკიმ - რეალურად, ბიძინა და ოცნებაზე დგას საქართველოში მშვიდობაო ...
ახლა, თქვე იქედნას ნაშობნო (ვისაც ეხება) ...
- უკრაინა 603 700 კვ.კმ-ია , 45,5 მლნ მოსახლეობით, ოთხი უდიდესი მდინარით, სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურით და რაც მთავარია - ნატო და ევროპას ესაზღვრება ...
- საქართველო 69 700 კვ. კმ-ია ... გაუსწორებელი მთაგორებიანად. 3,7 მლნ. მოსახლეობით (საიდანაც 20% გამყიდველი ნაცია) .ორიოდე მოდიდო მდინარით (მდინარეს იმიტომ ვახსენებ, რომ სერიოზული სამხედრო ზღუდეა).
ერთადერთი არტერიული საკომუნიკაციო ტრასით.
ლიახვზე ან იგოეთის ხიდზე ერთი 60-იანი წლების რაკეტაც საკმარისია (ისკანდერიც არ უნდა) , რომ ქვეყანა ორად გაწყდეს, ტანკის შემოყვანაც არაა საჭირო. ხუთიოდე ქალაქს თითო რაკეტა ეყოფა პანიკის შესაქმნელად.
უკრაინასავით სტეპები არა გვაქვს გასაქცევად (წითელ ხიდს არ ვახსენებ)...
ჰა და ჰა 20 ათასი თანამედროვე სტანდარტის სამხედრო თუ მოგროვდება და 2 ათასი ძველი ჩამოსხმის ჯინსებიან-წნევიან-ღიპიანი ვეტერანი....
რის მეორე ფრონტზე გაქვთ ლაპარაკი იმ მავნებელ 20%-ს ??? თან პირველები რომ აახვევთ და ჩვენ შეგვახოცავთ.
აი, ან ძალიან უვიცი „პატრიოტი" უნდა იყო, ან მავნებელი ნაცი, რომ რუსეთის ინტერესი ( !!! ) შეასრულო და შენს ქვეყანაზე გამავალი საერთაშორისო კომუნიკაციები საფრთხის ქვეშ დააყენო, თორემ გავეშებულ რუსის სამხედრო მანქანას ყოველთვის დარჩება საჩვენო „ჟანგიანი" ორიოდე რაკეტა.
ვაჟკაცობაზე და ხელჩართულ ბრძოლაზე არ გადის დღევანდელი კონფლიქტები...
ეკონომიკა და სამხედრო პოტენციალს დაუკვირდით...
და რაც მთავარია - ჭკუაა თუ ფილტვი... საერთაშორისო კომუნიკაციების ჰაბს ვკარგავთ... ეგ ხომ რუსეთის ინტერესია.
- ომი ჭკუით მოიგების ....“, - წერს სოციალურ ქსელში მალხაზ ჩემია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რუსთავში კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს
🎥 „მაგიურ რიტუალზე აღმოვჩნდი და...“ - გიორგი გურგულია ოჯახის დანგრევის მიზეზზე ალაპარაკდა