მომღერალი ეკა კვალიაშვილი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც პოეტის ნანა ცინცაძის შემოქმედებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საკუთარი სიმღერების 99%-ი სწორედ ნანა ცინცაძის ლექსებია:
„ნანას ლექსებზე ვმღერი რაც შეგნებული შემოქმედებითი ცხოვრება დავიწყე.
ბავშვობიდან ვმღეროდი, ხან ცნობილ კომპოზიტორებს, ხან ვის, ხან ვის, მაგრამ როდესაც ჩემი საკუთარი სიმღერების შესრულება დავიწყე, 99%-ი არის ნანას ლექსები. ნანას ლექსების კრებული მაქვს სახლში და ჩემთვის სამაგიდო წიგნებია იმდენად მიყვარს მისი შემოქმედება. მამაჩემს ძალიან უყვარდა ნანას შემოქმედება“, - ამბობს ეკა კვალიაშვილი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შენი იმედი მქონდა, მაქვს და მექნება ყველაფერში“ - რას წერს ელენე ბასლანძე გარდაცვლილ მამაზე