Digest Logo

„ასხამენ მაღაზიაში ნაყიდ გაუგებარ სოუსს, რომელიც სავსეა რაფინირებული შაქრით, იაფი მცენარეული ზეთებით...“ - რას წერს ნატა გაგუა

1762434349
ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც მუდამ ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ადამიანების დიდი ნაწილი ჯანსაღ საკვებს ასხამენ მაღაზიაში ნაყიდ გაუგებარ სოუსს, რომელიც სავსეა რაფინირებული შაქრით, იაფი მცენარეული ზეთებით და კონსერვანტებით - რაც პარადოქსია:

„ყოველდღიურად ვაწყდები პარადოქსს: ადამიანები ზედმიწევნით არჩევენ კერძისთვის ინგრედიენტებს, ყიდულობენ საუკეთესო მწვანილს, ბოსტნეულს, ხორცს  და შემდეგ ამ ყველაფერს ასხამენ მაღაზიაში ნაყიდ გაუგებარ სოუსს, რომელიც სავსეა რაფინირებული შაქრით, იაფი მცენარეული ზეთებით და კონსერვანტებით.

ეს იგივეა, იყიდო უძვირესი სარბოლო მანქანა და ჩაასხა ყველაზე დაბალი ხარისხის საწვავი.

„დრესინგი“ არის მექანიზმი, რომელიც ან აქცევს თქვენს საკვებს „ცარიელ კალორიებად“, ან ხსნის მასში არსებული ნუტრიენტების სრულ პოტენციალს.

ჩემთვის სწორად მომზადებული „დრესინგი“ არის „ფუნქციური საწვავი“. გაგიზიარებთ იმ რეცეპტებს, რომლებიც თქვენს გემოს რეცეპტორებს მუდმივად მიიზიდავს.

TOP 8 დრესინგი, რომელიც თქვენს კერძებს აქცევს არა უბრალოდ საკვებად, არამედ ორგანიზმის ოპტიმიზაციის საშუალებად.

პირველი რეცეპტი: მსუბუქი ბაზა

ეფუძნება ზეთისა და მჟავის ბალანსს. ის მსუბუქია, უნივერსალური და მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით.
დრესინგი, რომელიც თითქმის ყველა კერძს უხდება

რეცეპტი: 60 მლ ზეითუნის ზეთი (Extra Virgin), 60 მლ ახლად გამოწურული ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ თაფლი (ან ნეკერჩხლის სიროფი), 1/2 ჩ.კ დიჟონის მდოგვი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადება: ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ პატარა ქილაში თავსახურით. დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ 1 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი და ემულსიფიცირებული.

• რისთვისაა სასარგებლო: ეს არის დაუმუშავებელი ენერგიის წყარო. ზეითუნის ზეთი მდიდარია ოლეინის მჟავით (მონოუჯერი ცხიმი), რომელიც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და E ვიტამინით. ლიმონის წვენი C ვიტამინის წყაროა, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს რკინის შეწოვას საკვებიდან.

• რას უხდება: იდეალურია ნებისმიერი მწვანე სალათისთვის, მოხარშული ბოსტნეულისთვის, თევზისთვის, ქათმისთვის.

• თაფლი და მდოგვი აქ არა მხოლოდ გემოსთვისაა, არამედ ბუნებრივი ემულგატორებია. ისინი ეხმარებიან ზეთისა და ლიმონის წვენის ერთმანეთთან დაკავშირებას და ხელს უშლიან სოუსის სწრაფ დაშლას ფაზებად.
ეს მხოლოდ პირველი რეცეპტია TOP 8-დან.

თქვენ გაქვთ უნივერსალური ბაზა, მაგრამ საინტერესო ტრანსფორმაცია შემდეგ რეცეპტებშია, რომლებიც მოიცავს პრობიოტიკებით სავსე კრემოვან და ანთების საწინააღმდეგო „დრესინგებს“, - წერს ნატა გაგუა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„შენი იმედი მქონდა, მაქვს და მექნება ყველაფერში“ - რას წერს ელენე ბასლანძე გარდაცვლილ მამაზე

„უფრო და უფრო ლამაზდები, იხვეწები და მშვენიერდები“ - სალომე გოგიაშვილის ახალი ფოტოები სოცქსელიდან

„ეცვა პროტოკოლით გათვალისწინებული ჯავშანი, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამან იხსნა მისი სიცოცხლე“ - როგორია დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა