Digest Logo

🎥 „ნარცისად ვერ ფორმირდები როცა შენი ენერგომთავარი იმპულსი არის მადლიერება, ეს შენ კი არ ხარ, ეს შენ მოგეცა“ - რას ამბობს ქეთევან ჯანდიერი

1785400262
ქეთევან ჯანდიერი

ლიკა ყაზბეგის საავტორო პოდკასტს ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი და იურიდიული განათლების მქონე სპეციალისტი ქეთევან ჯანდიერი სტუმრობდა. გადაცემაში მან საკუთარ რთულ, მაგრამ საინტერესო პროფესიულ გზაზე, კრიმინოლოგიით დაინტერესებასა და იმ ფსიქოლოგიურ თუ ეზოტერიკულ მიზეზებზე ისაუბრა, რაც ადამიანში მოძალადისა და ნარცისის ფორმირებას განაპირობებს:

„ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი თავის ფასი, აუცილებლად. რას წარმოადგენს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს გაბერილი და არაობიექტური. ყველაფერი ფარდობითი და შედარებითია ცხოვრებაში. შენ რომ წყვილი თვალი გაქვს და ვიღაცას რომ ეს არ მიეცა ან დაკარგა, შენ უკვე ვიღაცაზე მეტი მოგეცა და განა ამპარტავნებაში უნდა იყო, მადლიერი უნდა იყო ამის, რომ რაღაცები შეგიძლია რაც სხვისთვის შეიძლება საოცნებოა.

აი, ნარცისად ვერ ფორმირდები როცა შენი ენერგომთავარი იმპულსი არის მადლიერება. რომ ეს შენ კი არ ხარ, ეს შენ მოგეცა და მადლიერი ხარ ამისთვის, თორემ ქალებიც, მეც მაქვს ნარცისული შტრიხები, მე ვიმუშავე ამაზე, რომ სადღაც გავჩერებულიყავი, იმიტომ რომ არ დავასრულე სწავლა განათლება, სადღაც ხუთი ენა, სადღაც ლიტერატურა, მუსიკა, ხატვა, პროზა, პოემები, აი ყველაფერი გავიარე რაც შეიძლებოდა, ოთხი წლიდან პიანინოზე დაკვრიდან დაწყებული, სიმღერით დამთავრებული. აი, არ მყოფნიდა, გესმით, როგორც მაგალითად წამალდამოკიდებული მუდმივად რაღაცის.

იმდენად გადავიღალე ამდენი წერა-კითხვით, რომ რაღაცას გადავხედო და გადავდო ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ეგ არ მქონია იცით რომ აი მივყარე, მივატოვე, შუა გზაზე ან რაღაცა ყოველთვის ბოლომდე გამქონდა“, - ამბობს ქეთევან ჯანდიერი. 

ვრცლად, კომენტარში👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მომესწრო ბიჭი...“ - როგორ ერთობა მარიამ ელიეშვილის პატარა საბა

„ნუ მისცემთ რჩევებს, თუ ამას არ გთხოვენ...“ - თაკო მელიქიშვილი 30 ივლისის ასტროლოგიურ ენერგიებზე

9 ტაძრის საიდუმლო - ის, რაც ყველა მართლმადიდებელმა უნდა იცოდეს