მსახიობი ზურა ანთელავა გადაცემა „ყვითელი ყუთის“ სტუმარია, სადაც ის თავის ტრაგიკულ წარსულს იხსენებს. როგორც თავად ამბობს, ის ნაშვილებია.
„კი, ნაშვილები ვარ და მე მაქვს ახლა უფლება ასე თავისუფლად ვილაპარაკო, თორემ იმ წლებში ამაზე ლაპარაკს ვერავინ გამიბედავდა და ვერც მე გავბედავდი. ძალიან გვიან გავიგე, რომ ნაშვილები ვარ“, - ამბობს ზურა ანთელავა.
„4 თვის ვიყავი, როცა ოჯახი დაინგრა, არ მახსოვს რატომ, მაგრამ ერთ წლამდე მზრდიდა მამა და ბაბუა, ანუ კაცების ხელში ვიყავი. ქალს რომ დავინახავდი, ვტიროდი... ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც ხელში ამიყვანა და გავჩერდი. ეს იყო მამიდა და ბაბუამ უთხრა, წაიყვანე, იქნებ გადარჩესო.
მანამდე მე ორჯერ ვყოფილვარ გადადებული, გადასვენებული მორგში. კაცებისთვის რთული იყო სოფელში ბავშვის გაზრდა“, - განაცხადა ზურა ანთელავამ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: „ასე ვიაროთ?“ - გია ჯაჯანიძეს ქუჩაში ფეხსაცმელზე ძირი გაძვრა
ბედის გახსნა, შაკიკის განკურნება, წელკავის მოხსნა… 10 ქართული შელოცვა, რომელსაც ბებიები ჩურჩულებდნენ
2022 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი - ნახეთ, ვის ელის დრამატული ცვლილებები