16 წლის მოზარდის დაჭრის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მომხდარის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს დაზარალებულის დედა.
მისი განცხადებით, მის შვილს ერთ-ერთი ძალადობრივი, ფაშისტური დაჯგუფების წევრები დაესხნენ თავს, რომლებიც მას მანამდეც ემუქრებოდნენ. მისი თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა, ნიღბებით, მას სკოლაშიც მიაკითხეს.
16 წლის მოზარდი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 14 წლის არის თავდამსხმელიც, რომელსაც დღეს ბრალს წაუყენებენ.
„ნეონაცისტები არიან, ჩაცმულობაზე, მაისურებზე შეხედეთ რა აცვიათ, ემბლემებზე შეხედეთ“, - განაცხადა დაჭრილი მოზარდის დედამ.
დაჭრილის მასწავლებლის თქმით კი, 16 წლის მოზარდის გადაბირება ვერ შეძლეს და მას აბულინგებდნენ, თუმცა ბოლოს ბიჭი ამბობდა, რომ აღარ აწუხებდნენ.
„ვერ გადაიბირეს, რადგან მე გიორგისთან მქონდა კომუნიკაცია და ამ საკითხზე ვისაუბრეთ. მე და გიორგი ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია. ბოლოს მითხრა, მე აღარ მაწუხებენო. რა თქმა უნდა, აბულინგებდნენ“, - განაცხადა დაჭრილის მასწავლებელმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლელა წურწუმიამ „მთავარი არხი“ დატოვა
🎥 როგორ გააქრო ქართლის დედა გია ფარადაშვილმა - რა საიდუმლოს ამხელს ილუზიონისტი?
⭕სიმართლეა თუ არა, რომ გია ფარადაშვილი ქალებს ერთი შეხებით ბედს უხსნის და თხოვდებიან
წყარო: rustavi2.ge