Digest Logo

ნიკა ეგაძემ ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა

1771050647
ნიკა ეგაძე

მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ნიკა ეგაძემ იასპარეზა. თავისუფალ პროგრამაში მან მსაჯებისგან 175,16 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 260,27 ქულა დააგროვა და ოლიმპიადა მეათე ადგილზე დაასრულა.

აღნიშნულ შედეგამდე ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში 85,11 ქულა დააგროვა.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში მამაკაცთა კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო ყაზახმა მიხაილ შაიდოროვმა მოიპოვა, ვერცხლი - იაპონელმა იამა კაგიამამ, ბრინჯაო კი იაპონელ სუნ სატოს ერგო.

15 თებერვალს უკვე წყვილების მოკლე პროგრამით ყინულზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ვიხილავთ.
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა კი ოლიმპიადაზე მეცამეტე ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.

ხოლო ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.