Digest Logo

ნიკა გვარამიამ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

1734355391
ნიკა გვარამია 2020 არჩევნებზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 დეკემბერს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა გვარამია პარტია „დროას“ ოფისთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სამართალდამცველები „დროას“ ოფისში ჩხრეკას ატარებდნენ, რა დროსაც ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა გვარამიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გვარამია სამართალდამცველებმა დააკავეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„21 დეკემბერს დაწერეთ სურვილები და ახალ წლამდე დღეში სამჯერ წაიკითხეთ... ამ პერიოდში იხსნება პორტალი, დიდი სასიკეთო ენერგია მოდის“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕გაუთხოვარი ქალები ბარბარობას თუ ამას გააკეთებენ ამ წელს ოჯახს შექმნიან - „ეს მეთოდი ყოველთვის ამართლებს“

🎥 „ნაძვის ხე აუცილებლად დადგით 16 დეკემბერს დღის საათებში და აგრეთვე...“ - გოგა მანიას რჩევები, რომელიც ბარაქასა და ბედნიერებას მოგიტანთ