Digest Logo

ნიკა კვეკვესკირი „ნირეგაზას“ ფეხბურთელია

1725696647
იკა კვეკვესკირი

ოფიციალურად - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში, კერძოდ „ნირეგაზა სპარტაკუსში“ გააგრძელებს.

მას შემდეგ, რაც 32 წლის ფეხბურთელმა ლეხ პოზნანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, კვეკვესკირის დამატებას დინამო თბილისი და გორის დილა ცდილობდნენ, თუმცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კარიერის უნგრეთში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

კვეკვესკირმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. „ნირეგაზამ“ ტრანსფერი სულ რამდენიმე საათის წინ დაადასტურა.

მხარეებს შორის 1 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები მოპოვებულ მედლებს ქართველ გულშემატკივარს დღეს, 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე წარუდგენენ

🎥 თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მამას შეხვდა

⭕საქართველოში მიწისძვრა მოხდა