Digest Logo

ნიკა მელიამ გამოძიებასთან თანამშრომლობა არ ისურვა - გამომძიებელი

1695486536
ნიკა მელიანიკა მელია

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის, ირაკლი ლუხოშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ, რომელიც გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს, გამოძიებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მათთან თანამშრომლობა არ ისურვა.

„ბატონმა ნიკა მელიამ არ ისურვა გამოძიებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება და გამოძიებასთან თანამშრომლობა. თუკი დაკავებული პირი ისურვებს გამოძიებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებას, ჩვენს მიერ გატარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიება...

პირადად მე, როდესაც დაკავებულ პირს შევხვდი, არ შემიმჩნევია დაზიანება, თუმცა თუ ის ისურვებს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობას, მზად ვართ გავატაროთ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზა“, - განაცხადა ლუხოშვილმა.

შეგახსენებთ, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა 22 სექტემბერს გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს, როცა თბილისის საკრებულოში ენმ-ის წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ, თანაგუნდელები კი თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდგომ ადგილზე მივიდნენ. სამართალდამცველებმა ისინი პოლიციასთან დაპირისპირების დროს დააკავეს.

თავად ირაკლი ეძგვერაძეზე და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმის საქმეზე კი 6 პირია დაკავებული.