ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს პრაღის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება.
საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 330-ე ნომერი კარლოს ტაბერნერი ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, ხოლო მეორე პარტიაში გადამწყვეტი „ბრეიქის“ შესრულება ანგარიშზე 4:4 მოახერხა.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ჯოვანი ფონიო იქნება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ფარავდეს თქვენს ლამაზ ოჯახს ამ დღის ძალა და მადლი“ - როგორ მიულოცა ნოე სულაბერიძემ და პატარა ანამ საზოგადოებას აღდგომის დღესასწაული
⭕„გილოცავთ ყველაზე საოცარ დღეს...ღმერთის წყალობით ბევრი რამ შევძელით“ - რუსკა ქარქაშაძე