Digest Logo

ნინი ბადურაშვილი იუბილარია - მომღერალი 39 წლის გახდა

1735288103
ნინი ბადურაშვილი

ყველასთვის საყვარელი მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი იუბილარია. იგი 39 წლის გახდა. მომღერალი 1985 წლის 27 დეკემბერს დაიბადა.

ნინი ბადურაშვილმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო:

„ნინო გილოცავ შენს დაბიდუბებს. გისურვებ: ჯანმრთელობას, სიყვარულს, მოგზაურობას, ფერად ცხოვრებას, ყველაფერს ლამაზს ერთად, გულიდან წამოსული სურვილების ასრულებას მრავალჟამიერ“,

„ყველას უყვარს ეს ადამიანი, მე კი იმ დღიდან როცა თოჯინა ეჭირა ხელში და პირველი სიმღერა იმღერა. გილოცავ“,

„ყველაზე ლამაზ მშვენიერ და საოცარ ქალბატონს ვულოცავ იუბილეს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნინი ბადურაშვილი გახლავთ რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის და მუსიკოს, ეკა კახიანის ქალიშვილი.

იგი ექვსი წლიდან ბასტი-ბუბუს სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე „ნანა ჩემო ბაია-ზე“ გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ სტეფანე და 3G-ს მონაწილე. ამჟამად ნინი „ტელეკომპანია“ იმედში გადაცემის „პრაიმ-შოუ“ თანაწამყვანია.

რამდენიმე წლის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რომ მომღერალი ნინი ბადურაშვილი ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე დაინიშნა. მაშინ ხალხმა მხოლოდ ის იცოდა, რომ ირაკლი რუსეთში მოღვაწე ქართველი იყო და ნინი საკუთარი ცხოვრების დაკავშირებას საზოგადებისთვის უცნობ ადამიანთან აპირებდა.

ყველაფერი უცბად მოხდა, 2012 წელს გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, ნინი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს. ქორწინება 4 თვეში დასრულდა. დღეს, ნინის და ირაკლის საერთო შვილი გოგონა, ელენე კუტალაძე ჰყავთ, რომელიც როგორც დედასთან, ასევე მამათანაც ხშირად ატარებს დროს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მიზანია, რომ ოჯახი შევქმნა და ბევრი ბავშვები ყოფილიყოს“ - ჰყავს თუ არა გიორგი მიქაუტაძეს რჩეული?

⭕🎥 „არ უნდა გააფუჭოს...“ - რომელ ფეხბურთელს ანდობდა მის სიცოცხლეს გიორგი მიქაუტაძე?

⭕„გილოცავ დაბადების დღეს ნინიტო...“ - ეკა კახიანი ქალიშვილს იუბილეს ულოცავს