Digest Logo

ნინო ანანიაშვილი იუბილარია: პრიმა-ბალერინა 63 წლის გახდა

1773907417
ნინო ანანიაშვილი

პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იუბილარია.

 იგი 63 წლის გახდა.

ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ანანიაშვილი უკვე წლებია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონაა.

ნინო ანანიაშვილი 1963 წლის 19 მარტს, თბილისში დაიბადა. 

ბალეტის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, 1973 წელს იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, შემდეგ კი სწავლა ქალაქ მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო, პედაგოგ ნატალია ზოლოტოვას ხელმძღვანელობით.

1977 წელს მოსკოვში განაგრძო მეცადინეობა დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა რაისა სტრუჩკოვასთან. 1980 წელს საბალეტო სასწავლებლის სპექტაკლში „კოპელია“ მისი სცენური დებიუტი შედგა. 1981 წელს ბოლშოის ბალეტში მიიღეს, როგორც სოლისტი და 1985-2004 წლებში ამ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო.

ნინო ანანიაშვილი დიპლომატ გრიგოლ ვაშაძეზეა დაქორწინებული. მათ ერთი საერთო შვილი ელენე ჰყავთ. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 1977 წლის 25 დეკემბერი - კადრები კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან სვეტიცხოველში

🎥 შორენა თეთრუაშვილი გლოვობს პატრიარქს, რომელსაც მრავალი წელი ემსახურა

„ზოგიერთი უღირსი ადამიანის მიერ გავრცელდა ყალბი ხმები, თითქოს მე თქვენ გებრძვით რაღაც კერძო ინტერესით...“ - ზვიად გამსახურდიას წერილი პატრიარქს