„მეტი რა უნდა გააკეთოს ამ მორალისგან და სინდისისგან დაცლილმა ქალმა, რომ განიკვეთოს საზოგადოებისგან. თურმე შოკშია და გული ხელით უჭირავს, ისეთი მძიმე დანაშაული ამხილა, პედოფილიის შემთხვევა ვანის ერთ-ერთ სოფელში, არა და მისი მოწინააღმდეგეების ბავშვების ბულინგი ხომ მისი მოგონილია“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ელისო კილაძის შესახებ.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ელისო კილაძეს და მის პატრონებს ვანში მომხდარი შემზარავი ფაქტით სურთ გადაფარონ ქოლცენტრების საქმე.
„მეტი რა უნდა გააკეთოს ამ მორალისგან და სინდისისგან დაცლილმა ქალმა, რომ განიკვეთოს საზოგადოებისგან. მის ლაივ-ჩართვასაც ვუსმინე, ამდენი ფარსი და მანიპულაცია თუ შეეძლო ადამიანს ვერ წარმოვიდგენდი, თურმე შოკშია და გული ხელით უჭირავს, ისეთი მძიმე დანაშაული ამხილა, პედოფილიის შემთხვევა ვანის ერთ-ერთ სოფელში, არა და მისი მოწინააღმდეგეების ბავშვების ბულინგი ხომ მისი მოგონილია. ამჟამად რას ემსახურება მისი ასეთი აღშფოთება, აქ მარტივად არის საქმე, მას და მის პარტნიორებს იმ თემის გადაფარვა უნდათ, რასაც მათ მმართველობაში არსებული, უბინძურესი ფულის შოვნის ბიზნესი ქოლ-ცენტრი ჰქვია. პედოფილია ისეთი თემაა ყვავი-ჩხიკვის მამიდა კი არა, საკუთარმა შვილმაც რომ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული ვერავინ ააცილებს უმკაცრეს დასჯას. ასე რომ ეს გალიაში გამომწყვდეული, ადამიანად წოდებული უკვე ყოველდღე ხვრეტს ფსკერს და ეს უნდა დამთავრდეს!“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.