Digest Logo

🎥 ნიშნების ჩამონათვალი, რომლებმაც ჩიყვის არსებობაზე უნდა დაგაეჭვონ - რა გავლენა აქვს ფარისებრ ჯირკვალს სხვადასხვა ორგანოზე

1795769477
 თამარ შერვაშიძე

ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდება ან სტრუქტურული ცვლილებაა (მაგალითად, კვანძების გაჩენა), რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს ნორმალური, მომატებული ან დაქვეითებული ჰორმონული ფონით.

🟡რა პირველი ნიშნებით შეუძლია ადამიანს ეჭვი მიიტანოს, რომ მას აქვს ჩიყვი?

🟡რა გავლენა აქვს ფარისებრ ჯირკვალს სხვადასხვა ორგანოებზე? - აღნიშნულ საკითხებზე „კოტკასტში“  დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი , მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ შერვაშიძე საუბრობს:

„ფარისებრი ჯირკვალი გიგანტი ზომით არ არის, მაგრამ მას განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია, რადგან მისი ჰორმონების რეცეპტორები მდებარეობს მთელი შინაგანი ორგანოების ზედაპირებზე და შესაბამისად, ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეზე მნიშვნელოვნად გავლენას ახდენს, ანუ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მატება იწვევს მეტაბოლიზმის გაძლიერებას, მისი ნაკლებობა კი ანელებს ნივთიერებათა ცვლას. ის გავლენას ახდენს სხვადასხვა ორგანოთა სისტემაზე, მათ შორის გულზეც. ძალიან ხშირად გულისცემის გახშირების ხშირი მიზეზი არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება, პირიქით პულსის შენელება შეიძლება იყოს შედეგი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების, ასევე მოციმციმე არითმიით პაციენტები ხშირად ხვდებიან სხვადასხვა კარდიოლოგიურ კლინიკაში და მიზეზის კვლევისას აღმოჩნდება, რომ ფარისებრი ჯირკვალი არის ერთ-ერთი ფაქტორი აი, ამ მოციმციმე არითმიის განვითარებისა.

ასევე ნერვული სისტემის მხრივ დეპრესია, უხასიათობა, ძილის დარღვევა ძალიან ხშირად, კანის მხრივ ცვლილებები, კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა. ძალიან ხშირად ჩვენი პაციენტები ხვდებიან სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებთან და მხოლოდ შემდეგ გაირკვევა, რომ ეს არის რაღაც პათოლოგიის შედეგი და უნდა ვეძებოთ მიზეზი, რასაკვირველია და სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დროული ენდოკრინოლოგის ჩართვა ამა თუ იმ ჩივილების აღმოჩენისას, თუნდაც მაგალითად წონაში კლება, უმიზეზო წონაში კლება. ძალიან უხარიათ, როდესაც ბევრს ჭამენ და წონაში იკლებენ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერების მიზეზი ან ძალიან ხშირად, როდესაც მაქსიმალურად ცდილობენ წონაში დაიკლონ, ზღუდავენ,  სხვადასხვა კვებით რეკომენდაციებს იცავენ, მაგრამ წონაში კლება არ ხდება. სწორედ ამ შემთხვევაშიც უნდა მიმართოს პაციენტმა ენდოკრინოლოგს, ხომ არ არის რაიმე ისეთი შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის წონაში კლებას.

რა არის ჩიყვი და როგორია პირველი სიმპტომები?

ჩიყვი არის მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც პათოლოგიად შეიძლება არც ჩაითვალოს და იყოს მხოლოდ გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი და ფუნქციას ასრულებდეს ის, მაგრამ ის ჩივილები, რომელზედაც პაციენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს არის, ძირითადად, ადვილად დაღლა.

მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა კარგად გამოიძინოს, დილით იღვიძებს დაღლილი. აქვს თმის ცვენა, აქვს უხასიათობა. ეს ყველაფერი ძირითადად ბრალდება დღეს ცხოვრების რიტმს, გადაღლილია, სტრესია, ვერ გამოიძინა, ყველანაირად ცდილობს, რომ ჯანმრთელად იყოს, მაგრამ მას არ შეუძლია. თუნდაც ის, რომ აქვს ფრჩხილების მტვრევადობა, ესეც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების მიზეზია და ამასთანავე წონასთან მიმართებაში ძალიან ხშირად მოგვმართავენ და ძალიან ხშირია, როდესაც ყელში ბურთის გაჩხერით მოდის პაციენტი. ფუნქციის დაქვეითება თუ გაძლიერება ამწვავებს ნერვული სისტემის მხრივ მდგომარეობას და აისახება ამ სიმპტომით.

შეკრულობა, რომელიც პაციენტს ხანგრძლივად ჰქონდეს, თუნდაც გახშირებული კუჭის მოქმედება, შეიძლება ასევე ფუნქციის დაქვეითების შედეგი იყოს, ანუ ჰიპოთირეოზის შედეგად იყოს განვითარებული ყაზბობა“, - ამბობს თამარ შერვაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕27 ნოემბერი სურვილების ასრულების ჯადოსნური დღეა - რას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი

🎥 „არ დახარჯო ფული პრესტიჟსა და „მარიაჟობაში“ - რას ამბობს ფინანსისტი დავით აბაშიძე

⭕ მთვარე კირჩხიბში: ვისთვის არის 27 ნოემბერი განსაკუთრებით ხელსაყრელი

✕