ფინანსისტმა და საბანკო სექტორის წარმომადგენელმა დავით აბაშიძემ „სალომე კასრაძის პოდკასტში“ პირად ფინანსურ მიდგომებზე, დანაზოგის მნიშვნელობასა და იმ ნივთებზე ისაუბრა, რაშიც ფულს ხარჯავს ან არ ხარჯავს.
მისი თქმით, მთავარია, ადამიანმა იცხოვროს იმაზე ნაკლებ დონეზე, ვიდრე ამის საშუალება აქვს, შემოსავლის 10% გადადოს და ფული პრემიუმ ტრანსპორტის ნაცვლად ყოველდღიურად საჭირო ნივთებში დააბანდოს:
- ერთი ოქროს წესი, რომელსაც შვილს მისცემდი:
დავით აბაშიძე: იცხოვრე იმაზე უფრო ნაკლებ დონეზე, ვიდრე საშუალება გაქვს. გააკეთე დანაზოგი. ცუდად არ იცხოვრო, უნდა მიისწრაფვოდე იმისკენ, რომ მეტი საშუალება გქონდეს, მაგრამ სადამდეც საშუალება გაქვს იმაზე ცოტა ნაკლებად იცხოვრე. ეს არის შედარებით მარტივი წესი.
ცოტა უფრო ფილოსოფიური იქნებოდა არ დახარჯო ფული, სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში, პრესტიჟსა და „მარიაჟობაში“, ეს უფრო ცხოვრებისეული თემაა. მარტივი მათემატიკით ასეა. გარკვეულ დონემდე რომ იცხოვრო და შენი შემოსავლის 10 პროცენტი გადადო, უკეთესი იქნება.
- ერთი ნივთი ან მომსახურება, რაშიც ფულს არ დახარჯავთ:
დავით აბაშიძე: პრემიუმ სატრანსპორტო საშუალებებში. არ მესმის თუ მანქანა თვის საქმეს აკეთებს, რატომ უნდა გადავიხადო ზედმეტი ფული.
- ერთი ნივთი ან მომსახურება, რაშიც ფულს დახარჯავთ:
დავით აბაშიძე: ნებისმიერი რამ, რასაც ხშირად მოიხმარ. მაგალითად სამზარეულოს აქსესუარები. ასევე არ დამენანება ფული გიტარაში, რადგან ძალიან მიყვარს. დიდი ხანია ვუკრავ, მაგრამ ცუდად.
ვრცლად, კომენტარებში:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ მთვარე კირჩხიბში: ვისთვის არის 27 ნოემბერი განსაკუთრებით ხელსაყრელი