გადაცემა „შუადღის“ სტუმარი მომღერალი ხათუნა ჟორდანია იყო.
რუბრიკაში ცნობილი ადამიანების გახმაურებულ ქორწილებს განიხილავდნენ და ხათუნამ მისი და ზურა ხაჩიძის ქორწილის ისტორია გაიხსენა.
როგორც მომღერალი ამბობს, მათი ქორწილი ხმაურიანი და პომპეზური იყო.
„ნიცა და ხვიჩასგან განსხვავებით, ჩვენ პომპეზური ქორწილი გვქონდა, რომელზედაც ყველა მეგობარი ჟურნალისტი დავპატიჟეთ და თან გავაფრთხილეთ ფოტოები არ გადაეღოთ. მაინც გავრცელდა ქორწილის ფოტოები. როცა ჟურნალ-გაზეთებმა გარეკანზე ჩვენი ფოტოები დაბეჭდეს, ვიყიდე მთელი ტირაჟი და დავწვი, იმდენად ზედმეტი იყო ჩემთვის ეს ეიფორია“, - ამბობს ხათუნა ჟორდანია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: