ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნორვეგიის დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისაღები შედეგის მიუხედავად, გუნდი კმაყოფილი არ არის დაფიქსირებული შედეგით. ცნობისთვის, საქართველომ ნორვეგიის ნაკრები სტუმრად, ბათუმში მიიღო - შეხვედრა ფრედ 1:1 დამთავრდა.
„შედეგი ნორმალურია, მაგრამ რა თქმა უნდა, კმაყოფილები არ ვართ, რადგან ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ მოედანზე. პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ყველაფერი შესაძლებელია, ყველა გუნდთან მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, როგორც ეს მეორე ტაიმში გავაკეთეთ და აუცილებლად მოვა ის წარმატება, რისთვისაც ამდენი წელია ვშრომობთ“, - განუცხადა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ მომდევნო მატჩს 17 ივნისს, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.