Digest Logo

🎥 „ნუ ჰგონია საზოგადოებას, რომ ის, ვინც ფსიქიატრთან მიდის არის სუსტი...“ - ნინო ოკრიბელაშვილი

1793356151
ნინო ოკრიბელაშვილი

ადამიანებს ფსიქიატრთან ვიზიტი ხშირად უამრავი სოციალური, ფსიქოლოგიური და პრაქტიკული ბარიერის გამო უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სულ უფრო მეტად ხდება ნორმა, რეალური ნაბიჯის გადადგმა მაინც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

აღნიშნულ თემაზე ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ საუბრობს:

„ადამიანი, რომელიც დღეს ფსიქიატრთან მიდის, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან ეძებს კავშირს და მხარდაჭერას, არის ძალიან მაგარი, ის უბრალოდ სუსტი არ არის. 

ნუ ჰგონია საზოგადოებას, რომ ის, ვინც ფსიქიატრთან მიდის არის სუსტი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გაიაზრეს საკუთარი პრობლემა და არამარტო საკუთარი თავისთვის, საზოგადოებისთვის, ოჯახისთვის, პირადი ცხოვრებისთვის ნაბიჯი გადადგეს უკეთესი ჯანმრთელობისთვის“, - ამბობს ნინო ოკრიბელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჯულია რობერტსის სტილი, რომელიც დროს უძლებს - რა ხდის მის ჩაცმულობას გამორჩეულს

⭕„ეს არის უმძიმესი დანაკარგი, მუდამ დარჩება ჩვენს გულებში“ - სტუდენტი ლუკა კალანდია გარდაიცვალა

⭕ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა, რომელიც სახლს დაეცა - დაშავდა ერთი ადამიანი

✕