Digest Logo

„ეს არის უმძიმესი დანაკარგი, მუდამ დარჩება ჩვენს გულებში“ - სტუდენტი ლუკა კალანდია გარდაიცვალა

1793353842
ლუკა კალანდია

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ლუკა კალანდია მოულოდნელად გარდაიცვალა. 

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება:

„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის, ლუკა კალანდიას გარდაცვალების გამო.

ეს არის უმძიმესი დანაკარგი. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ თანაკურსელებს, მეგობრებსა და ლექტორებს.

მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში“, - წერია სამძიმრის წერილში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა, რომელიც სახლს დაეცა - დაშავდა ერთი ადამიანი

🎥 როგორ დავიცვათ სახის კანი? რეკომენდაციები ანა ტკაჩუკისგან

🎥 რა დროს არის C ვიტამინის თერაპია, მალამოების გამოყენება რეკომენდებული და რა როლი აქვს მას?

✕