Digest Logo

🎥 „ნუ იტყუები ჩემო ჯაჯული... ეს იყო ჩვეულებრივი, აბსოლუტურად ორგანული რეაქცია ჩემი ტემპერამენტის მქონე ადამიანისთვის“ - ნანიკო ხაზარაძე

1781595899
ნანიკო ხაზარაძე

საზოგადოებაში აქტუალობას არ კარგავს ამბავი იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“. არხიდან წასვლის შესახებ ხაზარაძემ 24 მაისს თავად გაავრცელა ვიდეომიმართვა. 

აღნიშნული საკითხის შესახებ გადაცემაში „სარკასტიკა“ ნანიკომ თავად ისაუბრა და თქვა, რომ ის რეაქცია, რაც ეტერში მაყურებელმა ნახა, მისი ტემპერამენტის მქონე ადამიანისთვის ჩვეულებრივი, ბუნებრივი და ორგანულია:

„ჯაჯო მეორე დღეს არსად გაფრენილა, მე ჩავურთე როუმინგი და მე მას ველაპარაკე, ამიტომ ნუ იტყუები ჩემო ჯაჯული. ხანდახან არ გვინდა მოტყუება, მაგრამ გვინდა რაღაცები გავიმარტივოთ. 

არ მიცემია, მაგრამ იტალიელებს არ გაუკვირდებათ ტემპერამენტი. ორლენაზე ეს იყო ჩვეულებრივი, აბსოლუტურად ორგანული რეაქცია ჩემი ტემპერამენტის მქონე ადამიანისთვის. 

ამის მერე არსად არავინ არ ავედით, დავშალეთ ჩვეულებრივად და წავედით სახლებში. შენიშნა ჩემთვის არავის მოუცია და მართლა არავის გავუკიცხივარ. 

არ მაქვს მარტივი ხასიათი. არც ჯაჯო და ორლენა არანაირ კავშირშია ჩემი და „იმედის“ ხელშეკრულების გაწვეტაში. 36 წელი ვმუშაობდი ტელევიზიაში და დავიღალე, რა.

ეს გადაწყვეტილება მიღებული მქონდა და ორლენას მერე ეთერში კიდევ ვიჯექი, 1 თვე ვიყავი კიდევ ეთერში, გადახვიეთ და ნახეთ“, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ახალი ეტაპი პირად ცხოვრებაში და სასიამოვნო თავგადასავლები - 2026 წლის ზაფხულის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

🎥 „მინდა გაგახაროთ, ძალიან ბევრი წელი გაიხარებთ კიდევ ჩემი ყურებით...“ - რას ამბობდა ნანიკო ხაზარაძე

16-18 ივნისს ამინდის პროგნოზი - „მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“