Digest Logo

ოჯახური ძალადობა კახეთში - ქმარი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა

1657432892
ძალადობა

ოჯახური ძალადობა კახეთში - ქმარი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Gurjaanitv ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს საკუთარი ქმარი ფიზიკურად გაუსწორდა. უცნობია დაპირისპირების მიზეზი. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ქალს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.