Digest Logo

ოკუპირებულ ოჩამჩირეში ჭაში ქალის ცხედარი იპოვეს

1705039384
ოჩამჩირეოჩამჩირე

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონ სოფელ კუტოლში 44 წლის ქალის ცხედარი ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ჭიდან ამოასვენეს. 

როგორც „სპუტნიკს“ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

მომხდარის შესახებ მასალა „საოლქო პროკურატურას“ გადაეგზავნა.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ამინდი მკვეთრად იცვლება - ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა