Digest Logo

ომბუდსმენის მხრიდან თუ იქნება გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე, რა თქმა უნდა, შევალთ - გიორგი გრიგოლია

1679983393
გიორგი გრიგოლია

„ომბუდსმენის მხრიდან თუ იქნება გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე, რა თქმა უნდა, შევალთ“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

მისი თქმით, მათ ომბუდსმენთან ონლაინ კომუნიკაცია ჰქონდათ, დაახლოებით 10-12 დღის წინ.

„ჩვენ გვქონდა ონლაინ კავშირი ომბუდსმენთან, ომბუდსმენს აქვს სურვილი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა და გვითხრა, რომ დაგვიკავშირდება, ამის შემდეგ, ეს იყო დაახლოებით 10-12 დღის წინ, ამის შემდეგ ველოდებით, თუ იქნება გადაწყვეტილება შესვლაზე, რა თქმა უნდა, შევალთ. ამას ყოველთვის წყვეტდა ომბუდსმენის სამსახური, როდის შევიდეთ, რანაირად, თუ არ მოვიდა იქიდან ინფორმაცია, ჩვენ ჩვენი ინიციატივით იქ ვერ შევალთ ვერანაირად“, - აღნიშნა გრიგოლიამ.