
გადაცემა „სთორის“ სტუმარი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო.
ნანიკომ გარდაცვლილი მამის შესახებ მოჰყვა და საზოგადოებას აქამდე უცნობი დეტალები გაუმხილა, რომელიც მის პირად ურთიერთობას და შვილს ეხება.
როგორც ტელეწამყვანი ამბობს, მან ავარიის შემდეგ შვილი დაკარგა და აბორტი გაიკეთა.
„ოთხი შვილი მინდოდა, ავარიაში მოვყევი და ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს, სტრესისგან ნაყოფი აღარ განვითარდა. ლილუს შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ. დიდი ორსული ვიყავი აბორტი რომ გავიკეთე.
მენჯი მქონდა გატეხილი და ორგანიზმი ვერ გაუძლებდა. ამის შემდეგ რომ დავორსულდი, ნაყოფმა შეწყვიტა განვითარება, სულ რაღაც უბედურება მემართებოდა და ალბათ არ იყო საჭირო“,- იხსენებს ნანიკო ხაზარაძე.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქეით მიდლტონი საჯარო ცხოვრებას უბრუნდება
⭕როგორ გამოიყურება ორსული ლელა კილაძე - ფოტოები ამსტერდამიდან
⭕🎥 „დაგვატკბო თავისი ნამღერით“ - ანდრია ფუტკარაძემ სიმღერა „საქართველო“ შესანიშნავად შეასრულა