Digest Logo

„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა...“ - როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა

1784871595
ჰელსიკორიჰელსიკორი

თბილისში, 22 ივლისს, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, შმაგი ჭიოკაძემ განაცხადა, ისინი კლინიკას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებენ.

„ორივე ახალგაზრდა გაცილებით უკეთ არის. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. რამდენიმე დღე იქნებიან კლინიკაში და მალე ალბათ კლინიკას დატოვებენ“, - განაცხადა შმაგი ჭიოკაძემ.

ვერაზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს, 24 ივლისს წაუყენებენ.

სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

რას მოგვიტანს მერკურის დირექტიული ციკლი კირჩხიბში და როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი ჩვენს სასარგებლოდ? - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

„ფულის და დოკუმენტების დაკარგვა, უსიამოვნებები მგზავრობისას“ - 24 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ივლისს საქართველოში