Digest Logo

🎥 „ოქროს საყურე დავკარგე და მას უპოვია... დიდი წვლილი აქვს ჩემს წარმატებაში და ეს არასდროს მავიწყდება“ - როგორ გაიცნო ნათია ზარანდიამ გია ჯაჯანიძე

1773174279
გია ჯაჯანიძე

მომღერალი ნათია ზარანდია რომ წარმატებული და საოცრად პოზიტიური ადამიანია, ამაში მისი მუსიკალური საღამოებიდანაც დარწმუნდებით და ამაზე მეტყველებს მისი სოციალური ქსელიც. ბოლო პერიოდი მისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

მომღერალმა „სიცრუის დეტექტორში“ ის დღე გაიხსენა, როდესაც ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე გაიცნო:

„საყურე დამეკარგა, ჩემს მეგობართან ვიყავი და ბატონი გიაც (გია ჯაჯანიძე) იყო მანდ, თავის მეგობრებთან ერთად, ერთი ოქროს საყურე დავკარგე. გია თურმე იმ ადგილას გადამჯდარა იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვისხედით და უპოვია ეს ოქროს საყურე. დაუდვია პოსტი, ასეთი და ასეთი გოგო იყო და თუ ვინმე იცნობთ, ხმა მიაწვდინეთო. 

ყოველთვის ვაღიარებ, რომ გიას დიდი წვლილი აქვს ჩემს წარმატებაში და ეს არასდროს მავიწყდება. გია ჩემთვის მეგობარზე მეტია“, - ამბობს ნათია ზარანდია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეეცადეთ კოლეგებთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ, გუნდთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია“ - 11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 რა გაუჭირდა ყველაზე მეტად საქართველოში დაბრუნებულ ნათია ზარანდიას - „აფერისტობის მომენტები იყო და მოტყუებულიც დავრჩენილვარ“

„როდესაც ღმერთთან ვსაუბრობ, უნდა ვიცოდე მას რა უნდა, რა არის ღვთის ნება“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება