ტელეწამყვანი და ჟურნალისტი მაია ასათიანი „იუთუბის“ არხზე პოდკასტში - „მონატრების ფერები“ სტუმარი იყო, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის მომენტი გაიხსენა:
„ორი, სამი წლის მანძილზე სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ადამიანსაც რომ ვხედავდი პანიკური შიში მემართებოდა. ერთხელ მახსოვს, „რუსთავი2“-ის გადაცემაში ერთ-ერთი თანამდებობის პირი მოვიდა და მანამდე კი მისი ფორმიანი დაცვის წევრები იყვნენ. ჩემი თანამშრომლები შემდეგ ამბობდნენ, თურმე დერეფანში გავრბოდი და ვცდილობდი დამალვას - ეს მე არ მახსოვს. მაგრამ ამ შიშმა შემდეგ გაიარა. ამის შემდეგ იყო „პროფილი“,- იხსენებს მაია ასათიანი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: