სოციალურ ქსელებში, კერძოდ კი „ტიკტოკზე“, გავრცელებულმა ვიდეოებმა, სადაც NatiaTalks რუსთაველის გამზირზე მყოფ მამაკაცს, სახელად კობას, ეხმარება, ინტერნეტსივრცე ორ ბანაკად გაყო. აღნიშნულ ვიდეოების სერიას ერთ-ერთი პოპულარული ქართველი იუთუბერი სპეციალური ვიდეომიმომხილვით გამოეხმაურა და მომხდარს „ბომჟების ტაქტიკა“ უწოდა.
იუთუბერი ეჭვქვეშ აყენებს ვიდეოების გულწრფელობას და მიიჩნევს, რომ მაყურებელი მორიგი თაღლითობის მსხვერპლია.
„ეს ბომჟების ტაქტიკაა. ნათიას მართლა სჯერა, რომ კობას ფეხი სტკივა და აეწყობა?! ვამბობ, გიჟია ეს გოგო. ნათია გვაჯერებს, რომ 30 წლის კაცს ჰპარავენ ყველაფერს და შუა რუსთაველზე მოწყალებას ითხოვს ნასკებში. ორი თაღლითი შეხვდა ერთმანეთს. თუ ამ სისულელის მართლა გჯერათ, ამ ცხოვრებისთვის თქვენ მზად არ ხართ და ქუჩაზე როცა გადახვალთ, ვინმეს ხელი ჩასჭიდეთ“, - ამბობს იუთუბერი საკუთარ ვიდეო განხილვაში.
შეგახსენებთ, რომ NatiaTalks-ის ვიდეოებმა, სადაც ის სოციალურად დაუცველ კობას ფინანსურად და მორალურად ეხმარება, მილიონობით ნახვა დააგროვა.