Digest Logo

„ორივე ბავშვი და მამა შეესწრო... ცხედარზე იყო გადამხობილი“ - ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

1661784739
ტყიბულში მოკლული კაცი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი მამის და არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა, რომლებიც მისი ნაცნობები იყვნენ და დანით 17-მდე ჭრილობა მიაყენეს.

კონფლიქტი მარიამობის დღესასწაულის აღსანიშნავ სუფრაზე, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც 35 წლის მამაკაცმა აღნიშნული ადგილი დატოვა და სახლში ბრუნდებოდა.

„ორივე ბავშვი და მამა შეესწრო, ჩემი თვალით ვნახე ორივე ბავშვი მამის ცხედარზე იყო გადამხობილი“, - აცხადებს ადგილობრივი.

სამართალდამცავებმა ასევე ამოიღეს ნივთმტკიცების სახით დანა, რომლითაც ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები, მისმა ნათესავმა - ბიძაშვილმა მიაყენა.

35 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება 108-ე  მუხლით  დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „გოგოა, გოგო“ - ნანუკა გულუა დედა გახდა

🎥 „არ მინდა ასეთი შვილი მყავდეს“ - მკვლელობაში ბრალდებულის დედის პირველი კომენტარი

🎥 „დედამ ჩააბარა მაშინვე, თორემ მე მოვკლავ ჩემს შვილსო“ - რას ჰყვებიან გელათში მომხდარ მკვლელობაზე მეზობლები

წყარო: rustavi2.ge