Digest Logo

„ორთოდოქსი კომუნისტები დაბადების დღეებს ბავშვებს არ გვიხდიდნენ, მეშჩანური ყოფის გადმონაშთად მიიჩნევდნენ...“ - 1-ელ მარტს გელა ჩარკვიანის იუბილეა

1677654274
გელა ჩარკვიანი

1-ელ მარტს მწერალ - გელა ჩარკვიანის დაბადების დღეა. სოციალურ ქსელში მისი მოგონება ვრცელდება დაბადების დღეზე, სადაც მწერალი აღნიშნავს, რომ ორთოდოქსი კომუნისტები პირადი თარიღების აღნიშვნის უფლებას არ აძლევდნენ, შესაბამისად, ვერ აღნიშნავდა იუბილეს.

„დაბადების დღეებს ბავშვებს არ გვიხდიდნენ, რადგან ორთოდოქსი კომუნისტები პირადი თარიღების აღნიშვნას, ისე როგორც საჩუქრებს და გალიაში იადონებს, წვრილბურჟუაზიული, მეშჩანური ყოფის გადმონაშთად მიიჩნევდნენ.

უახლოესი ნათესავების, ბიძიებისა და მამიდების გარდა, ზოგჯერ სადილად გვეწვეოდნენ მოსკოვიდან ჩამოსული ოფიციალური პირები. ასეთ შემთხვევაში ბავშვებს რამდენიმე წუთით სასადილო ოთახში შემოგვიყვანდნენ და ჩვენს თავს სტუმრებს წარუდგენდნენ. აქ ბუხარი გიზგიზებდა და სუფრა ჩვენი შეფმზარეულის, ლევანის მიერ შექმნილი ულამაზესი კერძებით იყო გაწყობილი. როგორ მინდოდა დავრჩენილიყავი და სტუმრების ორდენებისთვის ხელი მომეკიდა!

ერთი-ორჯერ კიდეც მომცეს ამის შესაძლებლობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლაზარ კაგანოვიჩმა კალთაში ჩამისვა და მისი უორდენო მკერდით იმედგაცრუებულმა ხელი მისი ულვაშისკენ წავიღე, სასადილო ოთახში დარჩენა აგვეკრძალა.

ახლა უკვე ჭუჭრუტანიდან ვადევნებდით თვალს უფროსების მხიარულებას. მახსოვს, ერთი რუსი გენერალი ისე გამოთვრა, რომ ძირს დავარდა და ღრიალებდა, მალე მესამე მსოფლიო ომი დაიწყებაო. ჩვენმა დაცვამაც ვერ დააშოშმინა და მანქანაში ძალით ჩატენილი კიდევ რაღაცას გაჰკიოდა მსოფლიო ომის თემაზე“, - გელა ჩარკვიანის მოგონება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სხვა საქართველო სად არის“ - ელის მარია სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ლექსს კითხულობს

🔘🎥 „ირაკლი ზრუნავს იმაზე, რომ ლიზას სწავლის მხრივ ხელი არ შეეშალოს“ - ქეთი ასათიანი

🔘🎥 „შენ ხარ ჩემი ალიონი“ - როგორია თიკა ფაცაციასა და არჩილ სოლოღაშვილის მეგობრობა კადრს მიღმა