როგორ ვებრძოლოთ უძილობის პრობლემას?
არის თუ არა სასარგებლო ორგანიზმისთვის ცივი წყლის დაძინებამდე მიღება?
არის თუ არა ძილის წინ ალკოჰოლის და კოფეინის მიღება სასურველი?
ამის შესახებ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ნევროლოგმა ნინი გზირიშვილმა ისაუბრა.
„პირველი რეკომენდაციაა, მნიშვნელოვანია ოთახის გაგრილება, არ არის აუცილებელი ძალიან დაბალი ტემპერატურა იყოს. მუდმივად შფოთვა მატულობს არასწორ ტემპერატურაზე.
მნიშვნელოვანია ოთახის ჩაბნელება, დილით მზის სხივებმა, რომ არ გაგვაღვიძოს დილით ადრე. არ არის აუცილებელი ღამის პერანგის ჩაცმა, რომელსაც აქტიურად იყენებენ, ეს სამოსი იწვევს ჭარბ ოფლიანობას.
ბავშვების ოთახიდან თუკი გავიტანთ გაჯეტებს, მანათობელ ნივთებს, კომპიუტერს, უკეთესი იქნება მათი მშვიდი ძილისთვის“,- აღნიშნავს ნინი გზირიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 კაბის კოსტიუმი მორგებული ჰქონდა ნონა გაფრინდაშვილს - „ვინ ვინ არის“ მეორე ეპიზოდი