Digest Logo

ოზურგეთში 62 წლის კაცს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებენ

1695461696
მუქარა და ძალადობა

ოზურგეთში მცხოვრებ 62 წლის კაცს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მამაკაცი და არასრულწლოვანი გოგონა მეზობლები იყვნენ.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

გარყვნილი ქმედების მცდელობაში ეჭვმიტანილი ამჟამად დაკავებული არ არის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.